LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KENZO WORLD – ახალი სუნამო ქალბატონებისთვის უკვე საქართველოშია

1174

საქართველოში ”ჟივენშისა” და ”კენზოს” რეგიონალური ტრეინინგ-მენეჯერი ვიქტორია დიაჩენკო ჩამოვიდა. დიაჩენკო ჩვენს ქვეყანაში პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ Voulez-Vous-ს მოწვევით იმყოფება და კომპანიის კონსულტანტებს, ასევე მედიის წარმოამდგენლებს ”ჟივენშისა” და ”კენზოს” შემოდგომის სეზონის სიახლეებს აცნობს.  ამასთან, გაიმართება ”კენზოს” ახალი სუნამოს მსოფლიო პრეზენტაციაც, რომელსაც საქართველოც შეურთდება.

როგორც ”ფორტუნას” Voulez-Vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ნოდიამ განუცხადა, ახალი სუნამო, სახელწოდებით KENZO WORLD Voulez-Vous-ს მაღაზიათა ქსელში უკვე ხვალიდან, 1 სექტემბრიდან გაიყიდება.

KENZO WORLD – Kenzo-ს კრეატიული დირექტორების კეროლ ლიმისა და უმბერტო ლეონომის მიერ შეიქმნა. მათ განასახიერეს Kenzo-ს სამყარო: სპონტანური, საოცარი, მრავალფეროვანი და ნათელი. სამყარო, სადაც უპირველეს ყოვლისა ფასობს თვითგამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება.

არომატი

Kenzo-ს გუნდმა ახალი არომატის შექმნა სახელგანთქმულ პარფიუმერს, ფრანსის კურკჯანს მიანდო. ავანგარდის ოსტატი, ცნობილია თავისი თამამი კრეატიული გადაწყვეტილებებით. ჟასმინის აქცენტებით გამოკვეთილ პიონის ნათელ ნოტებს ამშვენებს ამბროქსანის მისტიკური კრისტალები. სუნამოს გააჩნია ყვავილოვანი თაიგულის უჩვეულო, შეუდარებელი და მიმზიდველი სურნელი.

სპაიკ ჯონსის საგა

სუნამოსთვის შექმნილი ვიდეორგოლის ავტორი სპაიკ ჯონსია- ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, ოსკარის პრემიის ლაურეატი, ამერიკული თავისუფალი კინოინდუსტრიის საკულტო ფიგურა.

https://www.youtube.com/watch?v=ABz2m0olmPg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები