LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კესო უკვე სახლშია და თამაშის ხასიათზეც არის ქალბატონი”

161

პარლამენტარი მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც პატარა გოგონასთან ერთად არის გადაღებული. კესო ის პატარაა, რომელიც მცირე ხნის წინ საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა… გოგონა უკვე კარგადაა და მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. მარიამ ჯაში აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ბაღებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.

“პატარა კესოსთან ერთად მინდა მოგილოცოთ თბილისობა არაჩვეულებრივი ამბით!!
ალბათ საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, რომელმაც არ განიცადა 3 წლის კესოს ამბავი, ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარი ტრავმის გამო.
მინდა გაგახაროთ, რომ კესო უკვე სახლშია თავის არაჩვეულებრივ მშობლებთან ერთად!!
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმებსა და თანამშრომელს, რომლებმაც ბრწყინვალედ ჩაატარეს კესოს როგორც სარეანიმაციო, ასევე ტრავმის შემდგომი მკურნალობა. მათი დამსახურებით კესო უკვე სახლშია და თამაშის ხასიათზეც არის პატარა ქალბატონი 💜💜
დღეს თბილისის ბაღების სააგენტოს უფროსთან თემურ თორდინავასთან ერთად ვნახეთ პატარა სახლში და მის ოჯახს მივულოცეთ ეს უდიდესი სიხარული!
აქვე მინდა გაცნობოთ, რომ საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაძლიერდება. სულ რამდენიმე დღეში თბილისის საბავშვო ბაღებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება ფანჯრებზე უსაფრთხოების ბადეების მონტაჟი და შედარებით გადატვირთულ ჯგუფებში აღმზრდელებს დამატებითი თანაშემწეები დაენიშნებათ. რაც შეეხება კესოს ბაღს, როგორც იცით დაუყოვნებლივ იყვნენ გათავისუფლებული ბაღის დირექტორი და აღმზრდელი, რადგან მსგავსი პროფესიული უყურადღებობა ვერავის ეპატიება…
კიდევ ერთხელ ვულოცავ კესოს ოჯახს და თითოეულ გულშემატკივარს პატარას გამოჯანმრთელებას!”, – წერს მარიამი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1441557522588036&set=a.863198140423980.1073741828.100002014073927&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები