LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერი პარიზის მოდის კვირეულზე დედასთან ერთად მივიდა

84

პარიზში მაღალი მოდის კვირეული მიმდინარეობს, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრება. გუშინ, ეიფელის კოშკთან, “შანელის” ჩვენება გაიმართა, რომელზეც კეტი პერი დედასთან ერთად გამოცხადდა.

პარიზში ყოფნის მიუხედავად, ვარსკვლავმა არც ამერიკის დამოუკიდებლობის დღე დაივიწყა და „ტვიტერზე“ ამ დღესასწაულს და მამის პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას პოსტი მიუძღვნა. როგორც აღმოჩნდა, ქალიშვილთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად მან საკუთარი პოლიტიკური შეხედულების შეცვლა გადაწყვიტა:

„მადლობა მამას, რომელიც ახლა ამბობს: მე არც რესპუბლიკელი, არც დემოკრატი, არამედ ამერიკელი ვარ“, – დაწერა მომღერალმა.

საქმე იმაშია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კეტი ჰილარი კლინტონის აქტიური მხარდამჭერი იყო, მამამისმა კი ხმა ტრამპს მისცა. ამჯერად კი, კეტის მამამ გადაწყვიტა, რომ არცერთ პარტიას აღარ დაუჭიროს მხარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები