LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერი სახლში ეწვია 8 წლის გოგოს, რომელიც მის კონცერტს ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო. ვიდეო

184

ამერიკელმა მომღერალმა, კეტი პერიმ 8 წლის ავსტრალიელი გოგო, გრეის მორისი მოინახულა, რომელიც მის კონცერტს ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო.

ბავშვი მისი გულშემატკივარია, თუმცა მომღერლის კონცერტზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან ცოტა ხნის წინ თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა.

გოგოს საყვარელ მომღერალთან შეხვედრაში 16 წლის და დაეხმარა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი უმცროსი და 3 წლის ასაკიდან ქეითი პერის დიდი გულშემატკივარია და ბოლო თვეებია, ელის, როდის დაესწრებოდა 31 ივლისს მის კონცერტს ადელაიდში. აპრილში ბავშვს ექიმებმა სიმსივნური წარმონარქმნი შეამჩნიეს და ოპერაციაც ჩაუტარეს. მისმა დამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ჰეშთეგი#HelpGraceMeetKatyPerry (დაეხმარე გრეისს, რომ შეხვდეს ქეითი პერის). გოგო Twitter-ის მომხმარებლებს სთხოვდა, გაევრცელებინათ მოწოდება, რომ ის ქეითი პერისაც გაეგო.

მომღერალმა გოგოს შესახებ მართლაც შეიტყო და გულშემატკივარს სახლში ესტუმრა.

https://twitter.com/bornstunnaflow/status/1024244808510894080?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1024244808510894080&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Ftabloidi%2F72454%2Fketi-peri-sakhlshi-etsvia-8-tslis-gogos-romelits-mis-kontserts-avadmkopobis-gamo-ver-daestsro-video

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები