LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერიდა რაიან ფილიპი – ჰოლივუდის ახალი წყვილი

84

ორლანდო ბლუმთან დაშორების შემდეგ, კეტი პერი ამ მომენტამდე მარტოხელას სტატუსს ინარჩუნებდა, თუმცა ელტონ ჯონის 70 წლის იუბილეზე პერი რაიან ფილიპის კომპანიაში შენიშნეს.

32 წლის მომღერალი და 42 წლის მსახიობი თავდაპირველად სხვადასხვა მაგიდებთან ისხდნენ, თუმცა მალე რაიანი ქეითის გვერდზე გადაჯდა და ფაქტობრივად, მთელი საღამოს განმავლობაში არ მოცილებია. თვითმხილველის თქმით, წყვილი ბევრს იცინოდა და ისინი ერთად არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი ერთხელ უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში. 2012 წელს პერი რასელ ბრენდს დაშორდა, ფილიპი კი რვა წლის განმავლობაში რიზ უიზერსპუნის მეუღლე იყო, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები