LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეთილმეზობლობა და სტრატეგია: აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება

27

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რა დროსაც შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც წარმოადგენს კარგ საფუძველს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
განსაკურებით ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველო-აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარე სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა.

მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ეფექტური რეალიზაციის მიმართულებით. აღინიშნა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტებს არა მხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ რეგიონისთვის.

საუბარი შეეხო თანამშრომლობას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს მაღალი დონის დიალოგი და ხელი შეუწყონ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები