LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი რომანტიკულ შვებულებას მთაში ატარებენ (ფოტო)

480

48 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი და 73 წლის მაიკლ დუგლასი რომანტიკულ შვებულებას მაღალმთიან კურორტზე ატარებერნ. დასვენების ამსახველი ფოტო კეტრინ ზეტა-ჯონსმა „ინსტაგრამზე“ თავად განათავსა: „დილის გარბენი თხილამურებით, ეს გადასარევია“, – დაწერა ზეტა-ჯონსმა ფოტოზე, სადაც მეუღლეები სათხილამურო ფორმებით პოზირებენ. ცნობილია, რომ კეტრინს სპორტი ძალიან უყვარს და ყველა აქტივობაში სიამოვნებით ერთვება.

ბოლო დროს „ჩიკაგოს“ ვარსკვლავი სოციალურ ქსელში აქტიური გახდა. ცოტა ხნის წინ ზეტა-ჯონსმა „ინსტაგრამზე“ აბაზანის თაროს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სახის საცხების დიდი კოლექცია იყო წარმოდგენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები