LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კევინ სპეისის ძმის სკანდალური განცხადება: მსახიობი ბავშვობაში მამამ გააუპატიურა

204

კევინ სპეისის გარშემო ატეხილი ხმაურის ფონზე მსახიობის ძმა, 62 წლის რენდალ ფაუერი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. მისი მტკიცებით, მამა პედოფილი იყო და კევინზე გამუდმებით ძალადობდა. ცნობილი ხდება, რომ კევინისა და რენდალის მამა, ტომას ჯოფრი რადიკალურ ნაცისტურ მოძრაობას ჯერ კიდევ მაშინ შეუერთდა, როცა ისინი პატარები იყვნენ. რენდალი ამბობს, რომ ის მამას ხშირად ემუქრებოდა და ყველაფრის დედისთვის მოყოლას ცდილობდა. აქვე ცნობილია, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი კევინისა და რენდალის და ჯულიაც გახდა, რომელიც 18 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა.

რენდალი ამტკიცებს, რომ მამის მხრიდან ძალაობა 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა კევინმა მსახიობობა, რათა ემოციური სტრესი დაეძლია. რენდალი წერს, რომ მამის მხრიდან ძალადობამ მასზეც საშინელი გავლენა მოახდინა. თავად ოთხჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა ბედნიერი არასოდეს ყოფილა. ამჯერად რენდალი მძღოლად მუშაობს და ხშირად როდ სტიუარტის პაროდიასაც აკეთებს, რადგან ლეგენდარულ მუსიკოსს მართალაც საოცრად ჰგავს.

მართალია კევინ სპეისის მხრიდან 14 წლის მოზარდზე ძალადობის ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ კევინ სპეისის ეს ქმედება შეასაძლოა, სწორედ ბავშვობაში მიღებულ ტრამვას უკავშირდებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები