LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კევინ სპეისის სკანდალის გამო სერიალი „ბანქოს სახლი“ დაიხურა

183

კომპანია „ნეტფლიქსმა“ პოპულარული სერიალის „ბანქოს სახლის“ დასრულების შესახებ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ მიმდინარე მეექვსე სეზონი ბოლო იქნება. კომპანიის მესვეურთა განმარტებით, სერიალის შეჩერების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ამავე დროს „ნეტფლიქსი“ მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ენტონი რეპის ბრალდებებზე, რომელიც ამტკიცებს, რომ კევინ სპეისი წარსულში მასზე ძალადობდა.  ამავე განცხადებას მალევე უპასუხა თავად მსახიობმა. ოსკაროსანი სპეისი ამბობს, რომ მომხდარით შეშფოთებულია და ბოდოშს იხდის. „ტვიტერზე“ გაკეთებულ განცხადებაში სპეისი ღიად საუბრობს სექსუალურ ორიენტაციაზეც და ამბობს, რომ ამჟამად უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ კევინ სპეისი კარიერის მანძილზე ორჯერ გახდა „ოსკარის“ მფლობელი. ამავე დროს ის „ოქროს გლობუსისა“  და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. რაც შეეხება სერიალს „ბანქოს სახლი“, მისი პირველი სეზონი ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა. ამ დროის მანძილზე შოუმ მაღალი რეიტინგი და მაყურებელთა უდიდესი სიყვარული მოიპოვა. სერიალმა რამდენიმე „ოქროს გლობუსი“ მიიღო, მათ შორის საუკეთესო დრამატული სერიალის, ქალისა და მამაკაცის საუკეთესო როლებისთვის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები