LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს საკანში კითხავენ

73

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ, მალხაზ კობაურს, ამ წუთებში საკანში კითხავენ. სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულთან გამომძიებელი დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა.

კობაურის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული გამოძიებას იმ ორი პირის გარეგნულ მახასიათებლებს აღუწერს, რომლებმაც ბექაურის განცხადებით მკვლელობა ჩაიდინეს.

ადვოკატი ამბობს, რომ სმიტების ოჯახის, მათ შორის 4 წლის ბავშვის მკვლელობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე არ არის და საზარელი მკვლელობა მის თვალწინ ორმა პირმა ჩაიდინა.