LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს – სახაზინო ადვოკატი

47

ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სახაზინო ადვოკატი, ალუდა ბუჩუკური სასჯელაღსრულების ნომერ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა. ადვოკატის განცხადებით, მალხაზ კობაური საქმის არც ერთ ნაწილში დანაშაულს არ აღიარებს.

„მალხაზ კობაურის პოზიციიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ყველანაირი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვიდრე იგი გამოძიებას არ მიაწვდის სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას,“ – განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა და დასძინა, რომ დაცვის სტრატეგია შერჩეულია, თუმცა მის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

ალუდა ბუჩუკური საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კერძო ადვოკატმა დავით გირგვლიანმაკობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.

ბრალდებულის დედა ექსპერტიზის ბიუროს შედეგებს, სადაც საუბარია ლორა სმიტის გაუპატიურებაზე, გაყალბებულს უწოდებს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი, ქელებ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა – დაღუპულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები