LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხი ოჯახებით არის პოლიტიკაში, რა ნახეთ ამაში უცნაური – ზვიად ძიძიგური მეჭიაური-ქუცნაშვილზე

54

ყოფილი თანაგუნდელების, ზაქარია ქუცნაშვილისა და თამაზ მეჭიაურის, დაპირისპირებას „ქართული ოცნების“ კიდევ ერეთი დეპუტატი ეხმაურება. ზვიად ძიძიგური მომხდარს არჩევნებში წაგებით გამოწვეულ გაღიზიანებას უკავშირებს.

„თამაზი და ზაქარია რომ ბიძა -ძმისშვილი იყვნენ, ამის შესახებ თავიდანვე ვიცოდი,  როცა ზაქარია თიანეთში იყრიდა კენჭს.  რაც შეეხება ნეპოტიზმს, ადამიანი როცა სიით ან მაჟორიტარული წესით ხვდება პარლამენტში, რა შუაშია ნეპოტიზმი.  ხალხმა დაუჭირა მხარი. რასაც მეჭიაური ქუცნაშვილს ედავება, ეს საკითხი არის სასამართლოს გადასაწყვეტი. წაგებული კანდიდატი გაღიზიანებულია და ეს თემა  მას შემდეგ ჩაწყნარდება,  რაც საკითხი განსახლიველად სამართლებრივ სივრცეში გადავა,“ – აცხადებს „ფორტუნასთან” ზვიად ძიძიგური.

მმართველ გუნდში სხვა ნათეასური კავშირების შესახებ დეპუტატი ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

„ნათესავები მმართველ გუნდშიც არიან,  რამდენიც გინდათ,  ოპოზიცია- ხელისუფლებას შორისაც არიან ნათესავები. კენედების , ბუშების მთელი საგვარეულო იყო პოლიტიკაში.  ხალხი ცოლებით, შვილებით იყო პოლიტიკაში და ამაში არაფერია უცნაური და განსაკუთრებული,“ -აცხადებს ზვიად ძიძიგური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები