LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხის პრეზიდენტი: პატარა ისლანდიის უბრალო მეთაური (ვიდეო)

91

ისლანდიის პრეზიდენტმა ისტორიულ მატჩს უბრალო გულშემატკივრებთან ერთად ტრიბუნებში ჩაკარგული უყურებდა.
ერთი ჩვეულებრივი სკანდინავიელი ტიპი.

ისლანდიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩში შინ კოსოვო დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მუნდიალზე.

თამაშზე მივიდა ქვეყნის პრეზიდენტი გვიუდნი იოუჰანესონი, ოღონდ შეხვედრას VIP-ლოჟიდან კი არა უცქერდა, ტრიბუნებზე იყო ქომაგებთან ერთად. საფინალო სასტვენის შემდეგ პრეზიდენტს ცრემლების შეკავება გაუჭირდა.

ისლანდია – ერთადერთი დებიუტანტია იმ 17 ნაკრებიდან, ვინც უკვე გაინაღდა მუნდიალის საგზური.

ისლანდია – მოსახლებობის მიხედვით (334,2 ათასი ადამიანი) ყველაზე პატარა მონაწილეა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

ორი წლით ადრე ისლანდია ევროპის პირველობაზე მეოთხედფინალში გავიდა, გზად კი ინგლისს მოუგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები