LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხს ვალი ემატება, რეგიონში გაზს ტარიფი

102

რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას ელოდებიან. როგორც დღევანდელი გაზეთი „ვერსია“ წერს, სატარიფო განაცხადი ”სოკარ ჯორჯია გაზმა” და ”საქორგგაზმა” უკვე შეიტანეს მარეგულირებელ კომისიაში. კომისიის პასუხი 150 დღეში უნდა გახდეს ცნობილი, რაც სავარაუდოდ გაზის ტარიფის მომატებაზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება. როგორც ვერსია წერს ”ყაზრტრანსგაზს” ტარიფის გადახედვის მოთხოვნით სემეკისთვის ჯერ არ მიუმართავს.

გაზის საფასურის გაზრდაზე დღევანდელ „ახალ თაობასთან“ დეპუტატი რევაზ არველაძეც საუბრობს, რომელიც აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა გარდაუვალაო.

გაზეთი „რეზონანსი“ კი მოსახლეობის ეკონომიკურ კრიზისზე აქვეყნებს სტატიას და წერს, რომ ხალხი კრიზისს თავს ვერ აღწევს და ვალს ვალზე იღებსო. „რეზონანსი“ სტატისტიკას იშველიებს და წერს, რომ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია და ეს პირდაპირ მიანიშნებს არსებულ კრიზისზე.

2016 წლის 1 იანვრის მონაცემებით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხი 7.669 მლრდ ლარი იყო, წელს კი 2017 წლის 1 იანვრის მაჩვენებელი 9.405 მლრდ ლარამდეა გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები