LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანდოს ხეობაში, ელექტოგადამცემი ხაზის მშენებლობა, მოსახლეობასთან შეთანხმების შემდეგ გაგრძელდება

74

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ხანდოს ხეობაში გაემგზავრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით შედგა.

როგორც “ფორტუნას” სამინისტროში განუცხადეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ მინისტრს აჩვენა ის ადგილები, რომლებზეც მათ პრობლემები აქვთ. მოსახლეობა ფიქრობს, რომ სამ კონკრეტულ ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობა უსაფრთხო არ არის.

ადგილობრივებმა მინისტრისგან მიიღეს პირობა, რომ საკითხს შეისწავლიან და პრობლემურ ადგილებზე სამუშაოები მხოლოდ შეთანხმების შემდეგ გაგრძელდება.

პირველი შეხვედრა კახი კალაძესა და ხანდოს ხეობის მოსახლეობას შორის თბილისში გაიმართა, ეს ამ საკითხზე რიგით მეორე შეხვედრა იყო. მესამე შეხვედრა კვლავ თბილისში, შემდეგ კვირაში გაიმართება.