LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი კალიფორნიაში – დაღუპულია 6 ადამიანი

80

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მათი ბებია, ასევე, ორი მეხანძრე და ერთი ადგილობრივი მცხოვრებია.

გავრცელებული ცნობით, ისინი ევაკუაციის ბრძანებას არ დაემორჩილნენ. მაშველები ამ დრომდე 7 დაკარგულს ეძებენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარება კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ რაიონებშია, სადაც რამდენიმე ასეული მეხანძრე ცეცხლის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობს.

სტიქიის შედეგად უკვე განადგურებულია 500-ზე მეტი შენობა. ხანძრის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის ხელს. კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები