LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი მოსკოვის გამზირზე – დაიღუპა 80 წლის მამაკაცი

39

მოსკოვის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციის, დამწვარია 3 კვ. მეტრის ფართობი.

ადგილობრივების თქმით, კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და, სავარაუდოდ, ცეცხლი სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ადგილზე მისვლისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე სახანძრო, სამაშველო და საპატრულო სამსახურები იყვნენ მობილიზებულები.