LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი რუსეთის სავაჭრო ცენტრში – 53 დაღუპული და ათეულობით დაკარგული

84

რუსეთის ქალაქ კემეროვოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე 53 ადამიანი ემსხვერპლა. 16-მდე ადამიანს ამ დრომდე ვერ პოულობენ.

ინფორმაციას დაღუპულთა შესახებ ოპერატიული შტაბი ავრცელებს. დაღუპულთა რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც მაშველებმა კინოთეატრის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლეს.

“კიდევ ხუთი ადამიანის ცხედარი კინოთეატრში ვიპოვეთ. ისინი შეიძლება იქ მას შემდეგ მოხვდნენ, რაც მეოთხე სართული ჩაინგრა.

12-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, 36-ს კი ამბულატორიული დახმარება გაეწია”, – განაცხადეს შტაბში “იტარ-ტასთან”.

კემეროვო ინდუსტრიული ქალაქია, რომელიც ციმბირში, მოსკოვიდან 3 600 კილომეტრში, მდებარეობს. ქალაქში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი გასართობ ზონაში დაიწყო, იქ სადაც კინოთეატრი და სათამაშო მოწყობილობებია განთავსებული. დაღუპულთა და დაკარგულთა შორის არიან ბავშვები. ხანძრის ღია კერები ამ დროისათვის ჩამქრალია.

მედიასაშუალებები ავრცელებენ ვიდეომასალას, სადაც ჩანს სავაჭრო ცენტრის მაღალი სართულებიდან როგორ ხტებიან ადამიანები, მათი ნაწილი კი ძლიერ ხანძარს ალყაში ჰყავს მოქცეული. როგორც რუსული მედია იტყობინება, ხანძარმა დასაწყისიდანვე ჩაკეტა კინოთეატრის გასასვლელი, სადაც ბავშვები მულტფილმს უყურებდნენ.

მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა და მიყენებული ზიანი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები