LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი სამგორში – დამწვარია ხის საამქრო

83

სამგორში ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია გიორგი ნადარეიშვილის ქუჩაზე, ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცალკეული კერების საბოლოო ლიკვიდაცია მიმდინარეობას.

ხანძარი სამგორში, ხის საამქროში დილით გაჩნდა. ადგილზე 30 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ისინი ადგილზე კვლავ რჩებიან.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი.

საამქროში დასაქმებულები აცხადებენ, რომ როდესაც დილით სამსახურში მივიდნენ, ხის საამქროს უკვე ცეცხლი ეკიდა.

საწარმო, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში იყო დაფინანსებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები