LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი თბილისში – მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ძლიერდება

66

მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი და დაკვამლიანება შეინიშნება თბილისში, სასტუმრო “მერიოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე.

ინფორმაციას საგანგებო სამსახურში ადასტურებენ.

მათი ცნობით, ცეცხლი უკიდია ბალახებსა და ბუჩქებს. ადგილზე, ცეცხლის ჩასაქრობ სამუშაოებში ჩართულია ათობით სახანძრო-სამაშველო მანქანა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ჯერჯერობით, ხანძრის ფართობი უცნობია.

 

 

ხანძრის ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები