LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარს თბილისში 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

66

თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის შედეგად დაიწვა 60-70 კვ.მ ფართობი. სალიკვიდაციო სამუშაოებში 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები