LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი

70

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბორჯომის ხეობასა და კახეთში გაჩენილი ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია შექმნა.

კომისია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, სპეციალისტებითა და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას, განცხადებით, კომისია შეისწავლის არსებულ ვითარებას, დაითვლის ზიანს და ზუსტად დადგინდება დამწვარი ფართობის ოდენობა. ზარალის შედეგები კი სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები