LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის ჩაქრობაში მეზობელი ქვეყნების დახმარება გახდა საჭირო

54

დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილ ხანძარს ისევ ვერ აქრობენ, სიტუაციას ქარი ართულებს, რადგან ხშირად იცვლის მიმართულებას. სწორედ ამიტომ ცეცხლის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მოსახლეობას საბედნიეროდ, საფრთხე არ ემუქრება. ალავიძე იმედოვნებს, რომ საღამოს უკეთესი მდგომარეობა იქნება. „დამოკიდებულები ვართ მაინც ქარსა და ბუნებრივ პირობებზე“, – აცხადებს ალავიძე. მისივე თქმით, აზერბაიჯანიდან ვერტმფრენი გზაშია. ის თბილისში 18:00 საათისთვის იქნება, თუმცა დღეს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართვას ვერ მოახერხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები