LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ადამიანი პრემიას მიიღებს – დიმიტრი ქუმსიშვილი

68

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელიც ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა, პრემიას მიიღებს.

” ყველა უწყებამ მოახდინა აღრიცხვა იმ ადამიანების, ვინც იქ იყო, შესაბამისად, გაიცემა პრემიები და ეს ადამიანურად აუცილებლად დაუფასდებათ. თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანურად იმის აღიარება, რაც ყველამ ერთად ვაღიარეთ, რომ მეხანძრე-მაშველი არის გმირი“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პრემიების გამოწერა კონკრეტულ უწყებებზეა დამოკიდებული და შესაძლოა პრემიებისთვის განკუთვნილმა თანხამ 3 მილიონი ან უფრო მეტი შეადგინოს.

“ეს დამოკიდებულია კონკრეტულ უწყებაზე – რომელიღაც უწყებამ უკვე გამოწერა უწყისი, რომელიღაც დღეს გამოწერს და რომელიღაც – ხვალ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. უწყებების მიხედვით, ჯამურად ვფიქრობ, რომ გავალთ 3 მილიონზე ან შესაძლოა, ცოტა მეტზე გავიდეთ”,-განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები