LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის საფრთხე ლონდონში: ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი ევაკუირებულია

44

ლონდონის რაიონის კამდენის რამდენიმე კორპუსის მცხოვრებლები, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებით გამოასახლეს.

კამდენის საბჭოში განაცხადეს, რომ სახლებში, ხანძრის საწინააღმდეგო სასწრაფო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

ევაკუირებულია 700-ზე მეტი ბინა. გასახლებული ადამიანები, ღამეებს დასასვენებელ ცენტრშ, გასაბერ ლეიბებზე გაათენებენ.

საბჭომ პირველად, ერთი ბლოკის ევაკუირება მოახდინა, თუმცა მოგვიანებით ხალხი ხუთივე ბლოკიდან გამოასახლეს.

შენობის ევაკუაციის გადაწყვეტილება საბჭომ პარასკევს საღამოს მიიღო.

მედიაში წერენ, რომ შენობების ფასადების მოსაპირკეთებელ მასალებთან დაკავშირებით, პრეტენზიები არსებობს და პრობლემის აღმოსაფხვრელად ოთხი კვირა იქნება საჭირო. 

მომხდარს გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი. მან ტვიტერზე დაწერა, რომ კამდენის მცხოვრებლებს მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემი ფიქრები კამდენში ევაკუირებულებთანაა. მათ სახლებს უსაფრთხოების კუთხით ამოწმებენ“, – დაწერა პრემიერმა.

საცხოვრებელი კორპუსების შემოწმება ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ივნისს მომხდარი ხანძრისას, 24-სართულიანი Grenfell Tower დაიწვა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ხანძრის გამო დაიღუპა და უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 79 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები