LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის შედეგად გარდაცვლილი იორდანიის მოქალაქეა

30

თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძრის შედეგად გარდაცვლილი იორდანიის მოქალაქეა. ამის შესახებ ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახლი, რომელიც დაიწვა, ჰოსტელად იყო გადაკეთებული და უცხოეთის მოქალაქეებზე გაქირავებული.

ხანძრის შედეგად არიან დაშავებულებიც.

” ჰოსტელად გადაკეთებულ სახლში ხანძარი დაახლოებით 09:00 საათზე დაფიქსირდა. ის უცხოეთის მოქალაქეებზე იყო გაქირავებული. სამწუხაროდ, გარდაიცვალა 70 წლის იორდანიის მოქალაქე. ერთი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში. ქალაქის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ცოტა ხანში მუშაობას კრიმინალური სამსახური დაიწყებს და გვეცოდინება, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზები. წინასწარი ინფორმაციით, უფრო ჩანს, რომ ეს იყო დაუდევრობა”, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ხანძარი, შენობის მეორე სართულზე დაახლოებით, დილის 9 საათზე გაჩნდა.  წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი დაუდევრობა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები