LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნებას მხოლოდ ორი თვისება სჭირდება

140

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნებას მხოლოდ ორი თვისება სჭირდება, ესაა სიკეთე და გულუხვობა.

ცნობილი ფსიქოლოგი, ჯონ გოტმანი ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სიკეთე მეუღლეების ურთიერთობას უფრო მჭიდროს და სტაბილურს ხდის. ემოციურ მდგრადობასთან ერთად ეს თვისება წყვილს ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნებაშიც ეხმარება.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე რთული ამ თვისების გამოვლენა არის ჩხუბისა და კონფლიქტების დროს. ამ დროს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია საკუთარი ემოციების მართვა. თუ გაბრაზებული წყობილებიდან გამოხვალთ, შესაძლოა სამუდამოდ გაიფუჭოთ ურთიერობას საყვარელ ადამიანთან.

„სიკეთის გამოვლენა არ ნიშნავს, რომ თქვენ უარს ამბობს ნეგატიური ემოციების გამოხატვაზე. ეს თვისება გაძლევთ საშუალებას სხვაგვარად გამოხატოთ ეს გაბრაზება. სწორედ ამ დროს შესაძლოა აგრესიული ისტერიკის ნაცვლად, მშვიდად აუხსნათ პარტნიორს, რა გეწყინათ მისგან. ეს კი გაცილებით უკეთესია თქვენთვის სამომავლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად“ – წერს ცნობილი ფსიქოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები