LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარაგაულში 6 დღის წინ გაუჩინარებულ ამირან ბარბაქაძეს ამ დრომდე ეძებენ

101

ხარაგაულში ექვსი დღის წინ გაუჩინარებულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ამირან ბარბაქაძის ახლობლები თქმით, ის  სახლიდან ნასვამი  გავიდა და, სავარაუდოდ, მდინარე დუმალაში გადავარდა, რადგან ქურთუკი,  რომელიც დაკარგულს ეცვა, მდინარის ნაპირზე იპოვეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 9 იანვრის ღამეს მდინარე ადიდებული იყო. მდინარეში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები