LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარისხი, გემო და „როზმარინი” – ახალი კვების ობიექტი ძველ უბანში

298

დედაქალაქის კვების ობიექტებს კიდევ ერთი შეემატა. „როზმარინი” ასე ჰქვია კაფე-ბარს, რომელიც თბილისის ძველ უბანში, სოლალაკში, მაჩაბლის # 17-ში გაიხსნა.

როგორც ”ფორტუნას” კაფე-ბარის მენეჯმენტში განუცხადეს, „როზმარინი” მომხმარებელს ასობით დასახელების კერძს სთავაზობს, როგორც ევროპული, ისე ქართული სამზარეულოდან.

გვაქვს ფართო არჩევანი სალათების მიმართულებით, სპაგეტის მრავალი სახეობა, ცომეული, მათ შორის უცხო ასორტიმენტი ცომეულის. განსაკუთრებულ აქცენტს კი ზღვის პროდუქტებზე ვაკეთებთ, თევზის უამრავი კერძის დაგემოვნებაა ჩვენთან შესაძლებელი. რაც მთავარია, კერძები მზადდება აბსოლუტურად ნატურალური პროდუქციით. მაგალითისთვის, მაიონეზსს ნაკლებად, ან საერთოდ არ ვიყენებთ საჭმლის მომზადების პროცესში”, – აცხადებენ „როზმარინის” მენეჯმეტში.

მათივე ცნობით, კაფე-ბარი საკვებთან ერთად, წვენებსაც ნატურალურს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს.

”ჩვენთან გაზიანი სასმელები არ იყიდება, გვაქვს ნატურალური წვენები, სახლის კომპოტები, უმაღლესი ხარისხის ჩაის ფართო ასორტიმენტი. რაც შეეხება ალკოჰოლს, ამ მიმართულებით თითქმის ყველა სახეობის სასმელი გვაქვს, დაწყებული ღვინით, ლიქიორით დამთავრებული”, – აღნიშნეს კაფე-ბარში.

მათივე ინფორმაციით, „როზმარინის” კერძებს უმაღლესი კვალიფიციის მზარეული ამზადებს, რომელსაც ევროპულ კვების ობიექტებში მუშაობის (კერძოდ, საბერძნეთსა და გერმანიაში) მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება ფასებს, როგორც „როზმარინიში” აცხადებენ, ფასები მორგებულია საშუალო სეგმენტზე და ყველასათვის ხელმისაწვდომია.

”ძირითადი სეგმენტი კი ჩვენთვის, ვფიქრობთ, იქნებიან ახალგაზრდები, რადგან სწორედ ახალგაზრდული გარემოა ჩვენთან და ასევე ტურისტებიც, ვინაიდან, ჩვენი კაფე ისტორიულ შენობაშია განთავსებული, ე.წ კალანტაროვის სახლში. ეს სახლი თბილისის საექსკურსიო ობიექტებშია შესული, ამიტომ, მას ხშირად სტუმრობენ უცხოელი ვიზიტორები და მათ ამიერიდან უკვე ჩვენც ველით „როზმარინიში”, – განმარტეს კაფე-ბარის მენეჯმენტში.

რატომ „როზმარინი”?

როგორც კაფე-ბარის დამფუძნებლები ამბობენ, კვების ობიექტისთვის აღნიშნული სახელი ერთი მარტივი მიზეზის გამო შეირჩა – როზმარინი ძალიან განთქმული, სურნელოვანი მცენარეა, რომელსაც მთელს მსოფლიოში გამოიყენებენ კერძების მომზადების დროს. ამასთან, როზმარინი ყველა ენაზე როზმარინია. შესაბამისად, თარგმნას არ საჭიროებს და ყველასთვის გასაგებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები