LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხართ თუ არა ნამდვილი კოფემანი

90

ერკვეოდე ყავაში დღეს ისეთივე მოდურია, როგორც ვინილის ფირფიტების შეგროვება. თუმცა, სინამდვილეში, მხოლოდ რამდენიმე თვისება განასხვავებს ნამდვილ კოფემანს ჩვეულებრივი ყავის მოყვარულისგან…

თქვენ კოფენამი ხართ, თუ…

* იცით, რა განსხვავებაა არაბიკასა და რობუსტას შორის

თქვენთვის 100%-იანი არაბიკა არა მხოლოდ წარწერაა ქილაზე, არამედ ყავის მარცვლის უძვირფასესი სახეობა და გიყვართ მისი ოდნავ მომჟავო გემო, ცოტა მწარე და ძალიან ძლიერი რობუსტა კი, გამოფხიზლების და გამხნევების საუკეთესო საშუალებაა.

* იცით, რომ ყავის სამშობლო ბრაზილიაა

რა თქმა უნდა, იცით რომ ბრაზილია მსოფლიოს მესამედს ამარაგებს ყავით და 3,5 მლნ. ბრაზილიელი სწორედ ყავის ინდუსტრიაშია დასაქმებული. თუმცა, მაინც ეთიოპურ ყავას სვამთ, რადგან ყავა სწორედ აფრიკის კონტინენტზე დაიბადა.

* გაინტერესებთ რომელი ქვეყნიდან „გესტუმრათ“ ყავა

ყოველთვის ინტერესდებით ყავის წარმომავლობით, რადგან ეთიოპურს გამოკვეთილი გემო აქვს, კენიური იდეალური ბალანსით ხასიათდება, ბრაზილიური კი – სიტკბოთი და სიამოვნებით უსინჯავთ გემოს ახალ სახეობას ნაციონალური ხასიათით.

* არასდროს შეუკვეთავთ კაპუჩინოს იტალიაში ვახშამზე

ზუსტად იცით, რომ იტალიაში ვახშამზე კაპუჩინოს შეკვეთა ცუდი ტონია და იტალიელებისთვის იგივეა, რაც რძის ფაფის საუზმეზე მირთმევა.

* ყავას უშაქროდ სვამთ

რა თქმა უნდა, ყავა შაქრის გარეშე ბევრად გემრიელი და არომატულია. თუმცა სხვებისგან განსხავებით, თქვენ არც ესპრესოს აყოლებთ წყალს სიმწარის გასანეიტრალებლად, არამედ პირიქით, წყალს მანამდე სვამთ, რათა გემოს რეცეპტორებმა უკეთ აღიქვან მისი დახვეწილი არომატი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები