LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურიდან თბილისის ზოოპარკის სანახავად გამოპარული 10 წლის ბიჭი პატრულმა მშობლებს დაუბრუნა

66

10 წლის ხაშურელი ბიჭი, პატრულის თანამშრომლებმა თბილისში დაკარგული იპოვეს. ბიჭი, რომელიც ხაშურში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სახლიდან ზოოპარკის სანახავად გამოიპარა და მატარებლით თბილისში ჩამოვიდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში უთხრეს, რკინიგზის სადგურიდან აღმაშენებლის გამზირისკენ ღამით მარტო მიმავალი ბავშვი პატრულის ეკიპაჟმა შეამჩნია და გაესაუბრა. როგორც ბავშვმა პატრულ-ინსპექტორს უამბო, სახლიდან თბილისში დაუკითხავად ზოოპარკის სანახავად წამოვიდა. პატრულმა ბავშვს კოორდინატები გამოკითხა და ოჯახს დაუკავშირდა.

გიორგი ხაშურში ისე დააბრუნეს, რომ ზოოპარკის დათვალიერება ვერ შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები