LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში არასრულწლოვანების დაჭრაში ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს

61

შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ხაშურში არასრულწლოვანთა დაჭრის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მეზვრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შს სამინისტრომ აღნიშნული დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

“განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ც. ხაშურში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი ქმედება ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 იანვარს, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა ორ არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულებიდან ერთი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორეს ჩაუტარდა ოპერაცია, გადაყვანილია პალატაში და ამჟამად ექიმის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურში დააკავეს. დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები