LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში მამაკაცი მოკლეს, კიდევ ორი პირი დაჭრილია

100

ხაშურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს, ორი ადამიანი კი დაჭრილია. შემთხვევა სოფელ ალში მოხდა. როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც გარდაიცვალა, ყოფილ რძალთან სახლში, თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, სადაც მას ყოფილი რძლის ქმარი და მისი ძმა დახვდნენ.

დაპირისპირების შედეგად, ყოფილი რძლის სახლში მისული ყოფილი მაზლი გარდაიცვალა, ხოლო ქმარი და ძმა დაჭრილები არიან. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები