LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ბუნიათიშვილი „ქოლდფლეის“ კოლაბორაცისთვის მადლობას უხდის

653

ცოტა ხნის წინ „ფორტუნასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი „ქოლდფლეისთან“ ერთად ახალი ალბომის Head fool of dreams-ის შექმნაზე იმუშავებდა. გუშინ კი, პარიზში ბრიტანულმა ჯგუფმა კონცერტი გამართა, რომელსაც ხატია ბუნიათიშვილი პოსტით ეხმიანება:

„ძვირფასო კრის. გუშინ პარიზში მე პირველად ჩავატარე კონცერტი თქვენთან ერთად. გასულ ღამეს, პირველად პარიზზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, მე ვიგრძენი ქალაქის გულისცემა, რომელიც მოთმინებით ელოდა არჩევანს სიყვარულსა და სიძულვილს შორის.

13 ნოემბრის შემდეგ მე პირველად ვიგრძენი სისხლის მოზღვავება, ემოცია რომელიც უნდა გასცე და მიიღო.შენმა მუსიკამ, შენმა  უსაზღვრო სიყვარულის უნარმა ეს მოახდინა. ამდენ უცნობ ადამიანთან ერთად, ჩვენ განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობდით, ვცეკვავდით, ვყვიროდით, ვტიროდით, ჩვენ გვიყვარდა. გუშინ საღამოს ეს მოხდა პარიზში. წარმოიდგინე, რომ არის ქვეყნები, სადაც ადამიანებს უშლიან სიყვარულს, ცეკვას, თავისუფლებას, რადგან დიქტატორები და ტერორისტები არ აძლენ მათ ამის უფლებას. ისინი ისჯებიან, მათ კლავენ და აწამებენ მხოლოდ იმისთვის, რომ თავისუფლება სურთ,“ – წერს ქართველი პიანისტი, რომელიც პოსტის დასასრულს მადლობას უხდის „ქოლდფლეის“ კოლაბორაციისთვის.

 

Dear Chris,Last night in Paris first time in my life I assisted to your concert. Last night first time after the…

Posted by Khatia Buniatishvili on Thursday, December 10, 2015

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები