LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ბუნიათიშვილი „ქოლდფლეისთან“ თანამშრომლობაზე – „კრის მარტინს აქვს განსაკუთრებული თვისება…“

75

ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, ესპანეთს ორი კონცერტით ეწვია. ესპანურმა გამოცემამ „El Mundo“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხატიას ახალი ალბომი „კალეიდოსკოპი“, რომლის წარსადგენადაც ჩავიდა ესპანეთში, მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მუსიკოსმა „ქოლდფლეისთან“ ითანამშრომლა და მათი ახალი ალბომის ერთ-ერთ კომპოზიციაში კრის მარტინს შეუერთდა.

ხატია ბუნიათიშვილისთვის, როგორც ჟურნალისტი წერს, ხელოვნება გახლავთ გამოხატვის ფორმა დოგმებისა და წესების გარეშე, სუბიექტური ფენომენი, სადაც ისეთ ტერმინს, როგორიც არის „კლასიკა“, არაფერი ესაქმება. „ჩემთვის არანაირი საზღვრები არ არსებობს. ჩემ თავს ჩარჩოში ვერ ვხედავ. გასაღები არის გულწრფელობა იმ საქმეში, რასაც აკეთებ, მისი სიყვარული და ჭეშმარიტების ძიება“ – აღნიშნავს ქართველი პიანისტი.

სწორედ ეს იყო, მისი თქმით, „ქოლდფელისთან“ მუშაობის ამოსავალი წერტილი. „ეს ფანტასტიკური პროცესი გახლდათ, ძალიან მაღალი  დონის პროფესიონალებთან, კრის მარტინს აქვს განსაკუთრებული თვისება, თავადაც გაიხსნას და შენც მოგცეს გახსნის საშუალება. ასე რომ, როცა მან სიმღერაში საკუთარი რაღაცების გაკეთება დაიწყო, მე იმპროვიზაცია დავიწყე. ამ თანამშრომლობას ვინახავ, როგორც სუვენირს იმ მაგიაში, რაც მაშინ ჩნდება, როცა მუსიკას ქმნი“.

12935160_1154865661220509_767637814_n (1)ხატია, რომელიც კავკასიის შუაგულში, ომებსა და ეთნიკურ კონფლიქტებში გაიზარდა, არ უყურებს მუსიკას, როგორც რეალობიდან გაქცევის საშუალებას – „ყოველდღიური ცხოვრება ყოველთვის შთამაგონებელია. მართალია ის, რომ დღეს ჩვენ ძალიან დიდი ინფორმაცია გვაქვს და ძირითადად, ის დეპრესიის საფუძველს გვაძლევს. შესაძლოა, ეს შეგრძნება ზოგჯერ ბედნიერებაზე მეტიც იყოს, რადგან ჩვენ რეალობას ვერ შევცვლით. მაგრამ დეპრესიაში ყოფნის, რეალისტობის ან სკეპტიციზმის აზრს მაინც ვერ ვხედავ მაშინ, როდესაც დიქტატორები და ტერორისტები განსაკუთრებულად იპტიმისტები არიან იმაში, რასაც აკეთებენ. ასე რომ, „კალეიდოსკოპი“ არის მოტივაციის ფორმა ამ დეპრესიაში. ვფიქრობ, თუკი ჩვენ საკუთარ ემოციებზე და სილამაზეზე ვკონცენტრირდებით, რეალობის ტრანსფორმირებას შევძლებთ“ – აღნიშნავს ხატია ბუნიათიშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები