LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ბრენდის „ჟაკ ლემანის“ ახალი ელჩი გახდა

45

მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ბრენდის „ჟაკ ლემანის“ ახალი ელჩი გახდა, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბრენდის ვებ-გვერდზე განთავსდა.  “ჟაკ ლემანის” ელჩები არიან, ასევე, ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი კევინ კოსტნერი და ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი მოთხილამური ანა ფაიტი.

“პირველად ხატია ზალცბურგში ვნახეთ და იმდენად მოვიხიბლეთ მისი ტალანტით, მაშინვე მივხვდით, რომ ბრენდის შესანიშნავი წარმომადგენელი იქნებოდა“, – აღნიშნა კომპანიის მფლობელმა და დირექტორმა ალფრედ რიდლმა.

ამასთან, მისივე თქმით, როდესაც საქმე მის პროფესიას ეხება, ბუნიათიშვილი პერფექციონისტია. ყოველთვის ვნებიანად გამოიყურება და სცენაზე ბრწყინავს.

buniatishivi_6-1280x720

buniatishvili_5-1280x720

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები