LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ბუნიათიშვილი შერონ სტოუნთან და მერილინ მენსონთან ერთად

215

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საკუთარ ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად არის გადაღებული. ფოტოებს ასეთი წარწერა აქვს: „ცოტაოდენი ჰოლივუდი“.

ხატიას ფოტოები აქვს გადაღებული მსახიობ შერონ სტოუნთან, ასევე მსახიობსა და რესტორატორთან, მაიკლ ჩოსთან, რეჟისორ დევიდ ლინჩთან და მომღერალ მერილინ მენსონთან ერთად. ამ უკანასკნელთან ერთად რამდენიმე ფოტო აქვს გადაღებული, საიდანაც ჩანს, რომ ხატია და მერილინი ერთმანეთთან საუბრით და ფოტოკამერის წინ პოზირებით კარგად გაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ ხატიას ფოტოებში ვერცხლისფერი კაბა და შინდისფერი ბრჭყვიალა კომბინეზონი აცვია, ორივეს ღრმა დეკოლტე აქვს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუსიკოსის შესანიშნავ მკერდს. მოგეხსენებათ, ხატიას ძალიან უყვარს სხეულის ამ ნაწილის დემონსტრირება. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალე ფორმაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები