LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ბუნიათიშვილის დედა ანიტა რაჭველიშვილს საყვედურობს – რატომ არ გამოვიდა პარიზში კონცერტზე ცნობილი მუსიკოსი

402

ცნობილი მუსიკოსის, ხატია ბუნიათიშვილის დედა, ნატალი ბუნიათიშვილი წერს იმის შესახებ, რომ მისი შვილი მიწვეული გახლდათ ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, თუმცა ორგანიზატორებს მონაწილეობის მიღებაზე უარი განუცხადა და ამისი მიზეზი კიდევ ერთი მუსიკოსი, გერგიევი გახლდათ. ნატალი ბუნიათიშვილის შეფასებით, კონცერტზე ანიტა რაჭველიშვილის გამოსვლა იქ, სადაც სადირიჟორო პულტთან გერგიევი იდგა…

ნატალი ბუნიათიშვილი წერს:

„ჩემო მეგობრებო, ხატიამ უარი თქვა პარიზში „ბასტილიის დღეს“, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტზე, გერგიევის გამო. ამით მან გააპროტესტა ის, რომ საფრანგეთში, ადამიანების უფლებების დამცველ ქვეყანაში გერგიევს რომ ეპატიჟებიან, რომელმაც ცხინვალში იდირიჟორა რუსეთის ჯარისთვის, რომლმაც სირიაში იდირიჟორა ასადისთვის – ეს გაუპროტესტა ხატიამ ფრანგებს – როგორ კადრულობს საფრანგეთი, როგორ აყენებთ შეურაცხყოფას ადამიანის უფლებების დამცველ ქვეყანას რომ გერგიევი გყავთ მაესტროდ. დიახ, მართალი ხართ, ეს გააპროტესტა ხატიამ, როგორც ქართველმა და როგორც მსოფლიო მოქალაქემ. და უარი თქვა ამ ცდუნებაზე. აბა, ესე სიმღერა და დაკვრა და მერე გაპროტესტება არაფერს არ ნიშნავს. სხვა მუსიკოსები რომ აჰყოლოდნენ ამაში ხატიას, ეს მოიტანდა შედეგს. და არა ის, რომ „არა ოკუპაცია“ იძახო facebook-ზე და პარალელურად გერგიევთან ერთად იმღერო, თუ დაუკრა, გინდაც ხელი არ ჩამოართვა, გინდაც ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნო… შედეგს გამოიღებს ნამდვილი სანქცია გერგიევის წინააღმდეგ, რომელიც იქნება უარის თქმა მასთან გამოსვლაზე. ნამდვილი სანქცია მის წინაამდეგ ის არის, როდესაც აკარგვინებ სამსახურს, როდესაც მასზე უარს ამბობენ. ეს მოხდება თუკი ყველა გავაპროტესტებთ და მასზე უარს ვიტყვით.

აქ იმაზე კი არ არის კამათი, რომელი უფრო დიდი პატრიოტია (ქართველებმა ხომ ვერ მოვიშალეთ კუდაბზიკობა), არამედ იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ ისეთი პროტესტი, რიმელიც შედეგს გამოიღებს. ქართველებმა ვერ ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს, რომ ეს გაგვეპროტესტებინა. სამწუხაროდ, ქართველმა მუსიკოსებმა დაუკრეს და იმღერეს მასთან. სულ ერთია, მერე რა გააპროტესტეს. იქ ისინი დადგნენ მასთან ერთად სცენაზე და როგორ მოთხოვოს ხატიამ თავის ფრანგ და უცხოელ კოლეგებს რომ არ დაუკრან გერგიევთან, როდესაც ჩვენ არ ვდგევართ ერთად?

თან აქ მხოლოდ პატრიოტიზმზე არ არის ლაპარაკი, ეს არის ჰუმანურობის წინააღმდეგ გალაშქრული ადამიანების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა.

პატრიოტიზმი ის კი არ არის, ვინ უფრო მეტ მიწას გამოქაჩავს, არამედ ადამიანებზე რომ ფიქრობ. იმ ადამიანებზე, ვინც ამოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ამის გაპროტესტება კი გერგიევთან სიმღერით არ არის ნამდვილი გაპროტესტება, იმიტომ, რომ საფრანგეთში მაყურებელმა არ იცის, რომ ანიტამ ეს გააპროტესტა. იქ მაყურებელმა დაინახა ის, რომ ქართველი მომღერალი მღეროდა გერგიევთან ერთად. ისინი ხედავენ არა იმას, რომ საქართველოს სახელი გაიტანა ანიტამ, არამედ იმას, რომსაქართველო არ არის გაბრაზებული გერგიევზე, საქართველო არ არის გაბრაზებული რუსულ პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ერთად მაინც ვდგავართ სცენაზე იმ ადამიანთან, ვინც პირდაპირ ატარებს რუსულიპოლიტიკის პროპაგანდას. ანუ „ყველაფერი რიგზე ყოფილა“.

– „თუ შენ ქართველი არ აპროტესტებ, მე – მაკრონმა რატომ უნდა გავაპროტესტო საქართველოს ოკუპაცია?“. ჩვენ თუ საფრანგეთს არ ვუპროტესტებთ ამას და ვდგებით გერგიევის გვერდით ერთ სცენაზე საფრანგეთში, მაშინ საფრანგეთმა რატომ უნდა ინერვიულოს ჩვენს ოკუპაციაზე?“

იხილეთ ასევე: ანიტა რაჭველიშვილი ბასტილიის დღესთან დაკავშირებულ გრანდიოზულ კონცერტზე წარსდგა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები