LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია შამუგია: Cartier-ის ეს არომატი, გაზაფხულზე პირველობას არავის დაუთმობს

313

გასულ კვირას პარფიუმერულმა კომპანია „ისი-პარიმ“ ქართველი ქალბატონებისთვის Cartier-ის ახალი სუნამო Baiser Fou წარადგინა. სუნამოს შექმნის კონცეფციაზე “ფორტუნას” უიქენდის ფარგლებში „ისი-პარის“ მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ ისაუბრა:

 

ხატია შამუგია:

ეს არის სუნამო, რომელიც ვნებიანი კოცნის შეგრძნებას გადმოსცემს. Baiser Fou გრძნეულ, თავბრუდამხვევ კოცნას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ Cartier იმ პარფიუმერული სახლების ხუთეულში შედის, რომელსაც ექსკლუზიური პარფიუმერი ჰყავს. ასეთია Chanel,  Dior,  Guerlain, Hermès და Cartier.

როგორც წესი, პარფიუმერული სახლები პარფიუმერს ქირაობენ და ერთ პარფიუმერს რამდენიმე ბრენდისთვის აქვს შექმნილი სუნამო. Cartier კი იმ რჩეულ ხუთულში შედის, რომელსაც საკუთარი პარფიუმერი ჰყავს და მხოლოდ მისთვის ქმნის პროდუქტს. მატილდა ლორანისა და Cartier-ის კოლაბორაცია 2011 წელს დაიწყო და მას შემდეგ, Cartier-ის პარფიუმერული ნაწარმის გაყიდვები 98 პროცენტით გაიზარდა. ის მართლაც ჯადოქარია და საოცარ არომატებს ქმნის. მისი პირველი ნამუშევარი იყო Baiser Volé, რაც ითარგმნება როგორც მოპარული კოცნა. მას შემდეგ 6 წელი გავიდა და ლორანმა ბევრი სიახლე შექმნა Cartier-სთვის. გაზაფხულზე, როცა ყველაფერი  ყვავილოვანი და ფერადია, ასეთი თავბრუდამხვევი არომატი, საოცარი შეფუთვით, ჟოლოსფერი ყუთით, Cartier-ის ფლაკონის ულამაზესი თავსახურით, მართლაც საოცრებაა.

 

Baiser Fou–ს არომატი

…რაც შეეხება არომატს, აქ ინგრედიენტების საოცარი სინთეზაი, რომელიც პარფიუმერიაში ჯერ არ გამოყენებულა – ეს არის თეთრი შოკოლადი და ფერადი ყვავილოვანი ორქიდეია, რომელიც მართლაც გადმოსცემს ამ ვნებიანი კოცნის შეგრძნებას. საერთოდ ორქიდეა პარფიუმერიაში მიღებულია, როგორც მარადიული სილამაზის სიმბოლო, ამის კიდევ არომატის სახით გადმოცემა, მართლაც მომაჯადოვებელია… ხოლო შოკოლადი ისედაც ენდორფინებს შეიცავს და ძალიან სექსუალური და მგრძნობიარე დესერტია.

ეს არის არომატი, რომელზეც საუბარი არასოდეს მომბეზრდება. როგორც პარფიუმერები გადმოსცემენ, ეს არომატი ვუალივით ედება ქალის სხეულს, როგორც თავად Cartier-ის უძვირფასესი სამკაული. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ Cartier-ს მეფე ედუარდ მე-7 ახასიათებდა, როგორც მეფეთა იუველირს და მეფეს იუველირებში. Cartier-ის ბრილიანტები, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, მსოფლიოში ბრილიანტის ხარიხსით პირველობას არავის უთმობს. ასეთივეა არომატიც, რომელიც დარწმუნებული ვარ, გაზაფხულზე პირველობას არავის დაუთმბოს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, ვინც „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში შებრძანდებიან და Cartier-ის Baiser Fou -ს იპკურებენ, აუცილებლად გააკეთებენ შენაძენს.

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გამოუცდია დაუვიწყარი კოცნა… ვინც იპკურებს ამ სუნამოს, სწორედ ის კოცნა და ის შეგრძნება განუახლდება.

 

კიდევ ერთი სიახლე, ძალიან მალე…

ზუსტად ერთ კვირაში გაუწყებთ კიდევ ერთი ახალი ბრენდის შემობრძანებას ქართულ პარფიუმერულ ბაზარზე და ექსკლუზიურად „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში. ამაზე უფრო ვრცლად ძალიან მალე მოგიყვებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები