LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია შამუგიას შეყვარებულმა მასთან ჩხუბის მერე ცოლად სხვა ქალი მოიყვანა

551

ხატია შამუგიას „ფორტუნას“ საიტისთვის ფოტოსესია გადავუღეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ. პოპულარულ სახეს, ძირითადად, პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ და ის საკმაოდ გულწრფელი აღმოჩნდა. გაიხსენა ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც პირველი ქორწინების შემდეგ დიდი იმედგაცრუება შეხვდა…

ხატია შამუგია:

როგორ ვარ? კარგად. მიჩვეული შრომას 18 წლიდან. უკვე აღარც ვწუწუნებ იმაზე, რომ დაღლილი ვარ. ეს ჩემი ცხოვრების სტილია. თუ სახლში შევედი, ვეღარ გავდივარ, თუ სადმე გასასვლელი ვარ, სახლში არ მივდივარ, რომ არ ჩამეძინოს.

საკმაოდ სტაბილური ადამიანი ხარ ზოგადად…

ასეთი ხასიათი მაქვს და სტაბილურობა მიყვარს ყველაფერში. გადაწყვეტილებების მიღებაც მიჭირს, არა საქმეში. ძალიან ერთგული ვარ, როგორც, ასე ვთქვათ, მუშაკი. ბოლომდე ვდებ ემოციას, პოტენციალს, მით უმეტეს, თუ მეორე მხრიდანაც შესაბამისი დაფასებაა. რაც არ მიყვარს, იმას მაინც ვერ გავაკეთებ. ღმერთმა სწორად მისმინოს, ზოგი იძულებულია, რაც არ უყვარს აკეთოს, მაგრამ მე გამიმართლა. სულ მიკვირს, როცა ადამიანს სივიში ბევრი სამსახური უწერია, ამას როგორ ახერხებენ. მე ჩემ გარშემო იმდენად ოჯახურ გარემოს ვაყალიბებ, ვირგებ და ვერგები, რომ კარგად ვგრძნობ თავს. ყოფილა შემოთავაზებები და ვერ ვიტყვი, რომ მატერიალურს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გარემოს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. თითო წარმატებულ პროექტს თითო გამარჯვებად მივიჩნევ.

DSC_7509გადაწყვეტილების მიღება მიჭირსო, აღნიშნე და ეს პირად ცხოვრებასაც ეხება?

ამ სფეროში ძალიან მძიმე და ფრთხილი ვარ, ალბათ, ზედმეტადაც, ამდენი ფიქრიც, ალბათ, არ არის საჭირო. მშურს კიდევაც, როცა ადვილად ქმნიან ოჯახებს. იმდენად გიჟი დედა ვარ… ჩემი პირველი სტატუსი არის ნიკუშას დედობა, ისაა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ კუთხით ვარ ძალიან ფთხილი და მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება. ერთხელ დამენგრა ოჯახი, მეორედ და მესამედ არ მინდა… საკუთარი შვილისთვის ვცხოვრობ. რაც ასაკი გემატება, შეცდომები ნაკლებად გეპატიება.

პოპულარული ქალისთვის კიდევ უფრო საფრთხილოა ალბათ, ვთქვათ, პაემანზე წასვლა…

პაემანზე წასვლაც და ურთიერთობაც საწინააღმდეგო სქესთან, ეს უფრო შეზღუდულია, ვიდრე არაპოპულარული ადამიანისთვის. ჩემს შეყვარებულს ხშირად უთქვამს, ეს რა რთული ყოფილაო, იქ ვერ წახვალ, აქ ვერ წახვალ, იმას კი არ იტყვიან, გოგონასთან ერთად იყო ყავაზე გამოსულიო, ხატია შამუგიასთან ერთად იყოო, პირდაპირ დაასახელებენ სახელსა და გვარს. მგონია, რომ პირადი ცხოვრების აფიშირება არ არის საჭირო. კაცმა არ იცის, რა გამოვა და რა – არა. პოპულარობა მეტ სიფრთხილეს გძენს. იმასაც ვფიქრობ, ნამდვილად მე მოვეწონე, თუ თავბრუ აქვს დახვეული პოპულარობით. ბევრი დეტალია…

მინდა გითხრა, რაღაც დოზით ცოტა გაკომპლექსებს კიდეც.

DSC_7594შენი და სტანისლავ ბონდარენკოს ფოტოს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა…

ბონდარენკოსთან დაკავშირებით მართლა გადააჭარბა მოლოდინს, იმდენად სიმპათიური და კარგი, დადებითი ადამიანია. ძალიან ვამსგავსებ ჩემს შვილს, ნიკუშას. მითხრეს და ამით გავიგე, ვინ იყო ბონდარენკო. მგონია, რადგან ნიკუშა ჰყავს, ყველაზე სიმპათიურია სტანისლავი. არასდროს არ ვდებ პირად ფოტოებს, ასე რომ, რაიმე თუ ხდება, ამას სოციალურ ქსელში არ გავაზიარებ. ყველამ კარგად იცის, რომ შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოს არ გავასაჯაროებ. არა იმიტომ, რომ ვიღაცას ეწყინება, უბრალოდ, არაფერს არ უწყობს ხელს…

პირველი ქორწინების შემდეგ გქონია პირადში იმედგაცრუება?
მქონია იმედგაცრუება. ერთ ადამიანთან სტაბილური, ასე ვთქვათ, ოფიციალურ ურთიერთობა მქონდა. 4 წელი ერთად ვიყავით. მეგონა, ყველაზე კარგი ბიჭი იყო. ვიზუალურდ ვარსკვლავებს ვერ წყვეტდა, მაგრამ… შემდეგ ისეთი რამ გააკეთა, რომ ყველაფერი ამოყირავდა. ფაქტია, რომ 4 წლის ურთიერთობის შემდეგ შეიძლება, ადამიანმა ასეთი სიურპრიზი გაგიკეთოს. ვერ პატიობდა თავს, რომ მე ვუყვარდი. ხომ ვგრძნობდი, რომ ითგრუნებოდა… სულ ჯიბრში ვედექით ერთმანეთს. ცოტა ჯიუტი ვარ, მაგრამ კაცი რომ გიმტკიცებს, რომ შენზე კაი ტიპია, ეს უკვე მისი პრობლემაა. როცა რაღაცებს თმობდა,  ამას ვერ პატიობდა საკუთარ თავს. უწევდა დათმობა, რადგან უნდოდა ჩემთან ყოფნა. სულ მეუბნებოდა, ნახე, როგორ გაგამწარებო… ერთხელაც რაღაცაზე ვიკამათეთ, ვიჩხუბეთ, საოცრად ეჭვიანი იყო და იეჭვიანა და უცებ… მეორე დღეს ცოლი მოიყვანა. იმდენად მდაბიო საქციელი იყო, რომ იმედიც კი არ გამიცრუვდა. ხომ არის, რომ როცა ურთიერთობას ამთავრებ, არ გრძნობ თავს კარგად, გგონია, შენც დაუშვი შეცდომები. ამ საქციელის შემდეგ მას ხაზი გადავუსვი… ბევრად ჩემზე ლამაზი გოგონებიც დადიან, ბევრად ჭკვიანებიც, მაგრამ ღმერთი არასდროს მარტო არ მტოვებს. დილას რომ გავიგე მისი დაქორწინების ამბავი, რაც მისმა მეგობრებმაც კი არ იცოდნენ, ზუსტად იმ საღამოს დაიწყო ჩემი ერთი ძალიან თავბდრუდამხვევი რომანი, ისტორია, და საერთოდ აღარ გამხსენებია. მასზე ფიქრს აზრიც არ ჰქონდა.

DSC_7625გურამიკომ ივანა მელაი რომ მოიყვანა ცოლად, როგორი იყო შენი რეაქცია?

გურამიკოსთან ისეთი ადამიანი მაკაშირებს, ჩემი შვილი, რომელიც თავზე ძალიან მიყვარს. ჩემი შვილის მამაა და ამაზე მაგარი სტატუსი არ არსებობს. ბევრი შეცდომაც დაუშვია და ფეხიც გადაბრუნებია, მაგრამ გურამიკოს ვერასდროს გავწირავ. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, თავისი პლუსებით თუ მინუსებით. მგონია, რომ ჩემი ბიძაშვილია. ხანდახან ნიკუშა ძალიან ჰგავს ხოლმე. როცა შეცდომას უშვებს და მინდა, თავზე დავამხო,ვერ ვწირავ. მის გადაწყვეტილებაზე არ მინდა ლაპარაკი… ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ვინ არის გურამიკოს მეორე ნახევარი. მე, როგორც ჩანს, ამ თემას უფრო სენსიტიურად ვიღებ, ვიდრე გურამიკო. მისთვის მარტივია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რადგან ბავშვი მასთან არ ცხოვრობს… მოკლედ, თავს შევიკავებ ამ თემაზე პასუხისგან…

ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

როცა ქმარს გაშორებული ხარ, ვიღაცისთვის შესაძლოა, მარტო ხარ. ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე, ვცხოვრობ ჩემი შვილისა და ჩემი თავისთვის. მთავარია, ვიყო ბედნიერი და არ აქვს მნიშვნელობა, ბეჭედი მეკეთება თუ არა და ქმარი მეყოლება თუ არა. როცა იცი, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ენატრები და უყვარხარ, ეს არის ბედნიერება. სტატუსი ექნება თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე და გურამიკო შეყვარებულობის პერიოდში უფრო კარგად ვიყავით, ვიდრე დაქორწინების შემდეგ. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. მე ვარ ისეთი ქალი, რომელიც საკუთარ თავსაც ეპრანჭება. კომპლიმენტი, დადებითი ემოცია სხვისი მხრიდან უკვე მაბედნიერებს და მავსებს…

გადაღების ადგილი: „ტერასა 360“

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები