LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია სიჭინავა „აიფონის“ სკანდალზე: „მე ვაკურთხე სალონი…“

128

სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან ერთ-ერთი ქართული მაღაზიის რეკლამას, სადაც ნაჩვენებია, რომ მათ საკუთარი მაღაზია და პროდუქცია მამაოს აკურთხებინეს.

მომღერალი დათუნა მგელაძე წერს: „აიფონ +“, სირცხვილია ეს, არც სასაცილოა და არც ორიგინალური. მე პირადად დიდი სიამოვნებით დაგიმტვრევდით ცხვირ-პირს, მეტი საღადაო ვერაფერი ნახეთ?“.

ამ თემას ეხმაურება დათუნა სირბილაძეც: „და უკვე ნაყიდ ტელეფონებს არ გადაგვიკურთხებენ?“

ხატია სიჭინავას კი განსხვავებული აზრი აქვს: „მე ვაკურთხე სალონი!!! ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაკრატლები და შამპუნები ვაკურთხე!! უკვე ზედმეტებში გადაგდით რელიგიის შეურაცხყოფა! ფრთხილად იყავით, მაინც ბევრნი ვართ მორწმუნეები და მოთმინებასაც აქვს საზღვარი!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები