LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ლაგაზიძე “სახელმწიფოსგან თავს დაცულად გრძნობს”

115

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა რომ „სახელმწიფოსგან თავს დაცულად გრძნობს“.

„პროკურატურიდან გუშინ დამიკავშირდნენ ჩემი ბოლოდროინდელი განცხადებების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, მე ვთხოვდი სახელმწიფოს ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, რადგან ბურჭულაძის პარტიიდან მემუქრებოდნენ. დღეს სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს, როგორ და რა მექანიზმებით, უახლოეს დღეებში დაზუსტდება“, – განაცხადა ლაგაზიძემ და აქვე დააკონკრეტა, რომ მას აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში „სახელმწიფო ხალხისთვის“ პირველი ნომერი გოგა კალაძე, იგივე „კალოშა“ემუქრებოდა.