LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა სამნიძე ბათუმში მიმდინარე მოვლენებზე – “პროცესი, შესაძლოა, იყოს მართული”

77

საქართველოს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, ხელისუფლებას ოპერატიულობის გამოჩენას და ინციდენტის შესწავლას სთხოვს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ის აცხადებს, რომ პროცესი მართულია. მან, ასევე, ახსენა რამდენიმე დღის წინ მერაბ ღოღობერიძის განცხადება, რომელიც საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვდა. მისი თქმით, ეს პიროვნება სუს-თან არის დაკავშირებული.

„ამ ტიპის განწყობები, ამ ტიპის მზა ფრაზები, ასლან აბაშიძის დროინდელი ფრაზები, ძალიან ჰგავს, რომ ეს პროცესი შესაძლოა, იყოს მართული. მე მიჩნდება ასეთი ეჭვი. მე მოვუწოდებ, პირველ რიგში, “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ თავი შეიკავონ მათმა წევრებმა ასეთი ტიპის განცხადებებისგან,“ – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები