LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა – შსს-მ 37 პირი ამხილა

66

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2017 წლის დეკემბერში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და უკანონოდ გადამუშავების ფაქტებზე 37 პირი ამხილეს. ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი 31 ავტომანქანა და 6 სახერხი საამქრო კი დალუქეს,“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები