LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხე იმ შემთხვევაში მოიჭრება, თუ ის ამორტიზებულია და სხვა გზა არ არის – მაია ბითაძე

55

დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის, განცხადებით, ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის პროექტის ფარგლებში ხეები მაქსიმალურად გადაირგვება, თუმცა თუ ხეები მოსაჭრელი გახდება, მოიჭრება კიდეც.

როგორც მერის მოადგილე აცხადებს, ხე იმ შემთხვევაში მოიჭრება, თუ ის ამორტიზებულია და სხვა გამოსავალი არ არსებობს.

„ცინცაძე-კარტოზიას პროექტის შემთხვევაში საუბარი გვაქვს კერძო საკუთრებაზე, რა თქმა უნდა, ადგილმონაცვლეობაც განიხილება, მაგრამ წინასწარ უკვე შეთანხმება გვაქვს, რომ ტერიტორია, სადაც უკვე იპოდრომის გზა არის, მუნიციპალიტეტს გადმოეცემა კერძო მესაკუთრის მხრიდან, რადგან თავისი შინაარსით საჯარო ტერიტორიაა,“ – განაცხადა ბითაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები