LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხე, რომელიც ივანიშვილმა 15 ათას ლარად შეიძინა, შუაზე გადატყდა (ფოტო)

103

ბიძინა ივანიშვილის მიერ, ნატანებელი პედაგოგისგან 15 ათას ლარად შეძენილი 250 წლის წიფელი, ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა. “გურიის მოამბის” ინფორმაციით,  შემთხვევა ნატანებში მოხდა.

ამ წუთებამდე ადგილზე მუშაობენ კომპანის წარმომადგენლები, რომლებიც ხის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ. სამუშაოებში ჩართულები არიან ადგილობრივებიც.

წიფელს, ადგილობრივების თქმით, დენდროლოგიურ პარკში აღარ გადაიტანენ:

“ხე შუაზე გადატყდა, ტოტებიც დატყდა, ალბათ აღარ წაიღებენ პარკში. მძიმე ტექნიკამ, დიდი ხანი იწვალა გზაზე გამოსვლამდე, მაგრამ ხე გადმოვარდა, ტოტები დატყდა და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში გადავარდა. სურმავების მეზობლის ყანაში გაიყვანეს ეს დროებითი გზა, ამაში ცალკე 5 ათასი ლარი გადაიხადა. ხე 15 ათასად იყიდა და დარჩა ახლა საშეშე მასალად პატრონს. “დრუჟბებით” ხერხავენ.”

ექსპრემიერმა, აღნიშნული ორსაუკუნოვანი ხე ლ სურმავასგან შეიძინა. მის სანახავად ბიძინა ივანიშვილი ადგილზე პირადად იმყოფებოდა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ხე ივანიშვილის ძალიან მოეწონა და მიუხედავად ექსპერტის რჩევისა, რომ ის ვერც ტრანსპორტირებას გაუძლებდა და მისი გახარების შანსიც ფაქტურად არ არსებობდა, სურმავებისგან ხე მაინც იყიდა:

“დაინახა ეს ხე და კოცნა და კოცნა. ექსპერტი ვინც ახლდა უთხრა, რომ 250 წლის ხე გადარგვას ვერ გაუძლებდა. მერე რა, არა უშავს, იყოს მაინცო. გადაიხადა ფული და იყიდა”-განუცხადეს სურმავას მეზობლებმა მაშინ ,,გურიის მოამბეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები