LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელგაშლილი რონალდო: კრიშტიმ სასტუმროს თანამშრომლებს ბევრი ფული დაუტოვა

45

კრიშტიანო რონალდომ საბერძნეთში სასტუმროს თანამშრომლებს 19,6 ათასი ევროს ჩაი დაუტოვა.
აქვს შესაძლებლობა და…

პორტუგალიელი ვარსკვლავი „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გაფორმებამდე საბერძნეთში სასტუმრო „კოსტა ნავარინოში“ გაჩერდა, სადაც ტურინულ კლუბთან მოლაპარაკებები გამართა.

როგორც The Sun ამბობს, კრიშტიანო იმდენად მოიხიბლა ბერძნულ კურორტზე მომსახურებით, რომ სასტუმროს თანამშრომლებს ზემოდან 17 850 ფუნტი (19 600 ევრო) დაუმატა. „იუვენტუსის“ წარმომადგენელმა სასტუმროს ხელმძღავანელობას თხოვა თანხა ყველა თანამშრომელზე თანაბრად გაენაწილებინა.

„იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ რონალდო ყოველწლიურად 30 მილიონს იშოვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები