LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელის თხოვნა ჩრდილოეთის ციალის ფონზე – ამაზე რომანტიკული, ალბათ,არაფერი არსებობს

788

29 წლის კარლი რასელმა და მისმა მეგობარმა ბიჭმა, 34 წლის დეილ შარპმა ჩრდილოეთის ნათება 30-ჯერ ნახეს.

ყველაზე მეტად კი ავრორამ ერთხელ დაამახსოვრა თავი. წყვილი 2 თვით გაემგზავრა სამოგზაუროდ ისლანდიაში, ნორვეგიასა და ფინეთში.

ერთ საღამოს კი, როდესაც ჩრდილოეთის ციალი ისეთი ლამაზი იყო, როგორც არასოდეს, დეილმა გადაწყვიტა, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა და კარლს ცოლობა სთხოვა.

მათთვის ისტორიული კადრის გადაღება კი შტატივზე დამაგრებული კამერით შეძლო.

კარლისთვის შეთავაზება მოულოდნელი აღმოჩნდა. დეილმა საქორწინო ბეჭედი სამედიცინო ჩანთიდან ამოიღო, სადაც საგულდაგულოდ მალავდა მოგზაურობის დროს. საყვარელი ქალისგან კი დაოჯახების შესახებ შეთავაზებაზე, რა თქმა უნდა, თანხმობა მიიღო.

წყვილი ჯერ კიდევ მოგზაურობს, სახლში რამდენიმე კვირაში დაბრუნდებიან.

მანამდე კი მათი რომანტიკული ფოტოები ინტერნეტს ვირუსულად მოედო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები