LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება და სახელმწიფო ვერ გახდება ცენზორი – ანა ნაცვლიშვილი

70

„ ეკლესიას, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება რაღაც მოსწონდეს ან არ მოსწონდეს და აქვს უფლება, რომ რომელიმე ტელევიზიას არ ეთანამშრომლოს, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, არანაირი ძალადობა არ განხორციელდეს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე და მედიასაშუალებებზე,” – განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტი მდივნმა  ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი ბოძი, რაზეც დგას ქვეყნის დემოკრატიული – დღევანდელი და ხვალინდელი დღე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. ამ გაგებით, ხელისუფლება და სახელმწიფო ვერ გახდება ცენზორი. ეს დაუშვებელია, იქნება ეს რელიგიური მოტივაცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება თუ სხვა საკითხები, ცენზურა დაუშვებელია – ამას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო და არასოდეს საქართველო თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან მოდელზე არ ყოფილა თეოკრატიული სახელმწიფო,” – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს საპატრიარქომ 24 მაისს სამღვდელოებას მოუწოდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ, არ მისცენ ინტერვიუ და მონაწილეობა არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები