LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება ხალხს უყურებს, როგორც ცხვრებს – ნიკა რურუა საპროტესო აქციებს არ გამორიცხავს

58

საკონსტიტუციო პროექტის მიღებისთვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე საუბრობენ “ნაციონალურ მოძრაობაში”. აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ პარტიის წარმომადგენელმა, ნიკა რურუამ, ჟურნალისტებთან კონკრეტულ გეგმებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავს.

“ქართულმა ოცნებამ” რბილად უზრუნველყო საკუთარი დარჩენა ხელისუფლებაში, რაცშეიძლება დიდიხნის ვადით. ხალხს ისინი, როგორც ცხვრებს, ისე უყურებენ. ეს კონსტიტუცია ამის ნიშანია. ამიტომ საპროტესტო აქციებს კი არ გამოვრიცხავთ, პირიქით, აუცილებელია ამისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ეს არის უვარგისი კონსტიტუცია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ყველა ჩვენგანის ვალია. მაქსიმალურმა რაოდენობის ადამიანებმა უნდა ვაწარმოოთ დიალოგი, პირველ რიგში, საზოგადოებასთან, რომ ამ უვარგის, არალეგიტიმურ დოკუმენტს დღეგრძელობა არ ჰქონდეს,” – განაცხადა რურუამ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ვერ ხვდება იმას, რაც ვენეციის კომისიამ ყველას ამცნო, რომ დღევანდელი პროექტი არ ვარგა.

“ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ოლიგარქიის დამფუძნებლის გარანტირებას ახდენს. არა კანონის უზენაესობის, არამედ კანონით უზენაესობის,” – განაცხადა ნიკა რურუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები